“ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი დევნილებისთვის უკვე შევარჩიეთ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწები” – ზურაბ აზარაშვილი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომელსაც უწყება დევნილთა განსახლების მოსაგვარებლად დგამს.

„ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი დევნილებისთვის თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და სხვადასხვა ქალაქში უკვე შევარჩიეთ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწები და ახლა მიმდინარეობს პროცესი მუნიციპალიტეტებთან, ქონების მართვის სააგენტოსთან, ამ მიწების გადმოსაცემად. პარალელურად, ჩვენ დაწყებული გვაქვს მოლაპარაკებები სხვადასხვა სამშენებლო კომპანიასთან ამ მიწებზე მშენებლობების დაწყების კუთხით”, – განაცხადა აზარაშვილმა.

მინისტრმა სასტუმრო “ქართლთან” დაკავშირებულ საკითხზეც ისაუბრა.

“ასევე, რადგან ასეთი კრიტიკული მდგომარეობაა სასტუმრო „ქართლთან“ დაკავშირებით, თბილისში მოვიძიეთ მიმდინარე მშენებლობები, სადაც 200-მდე ბინაა და მათთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, არსებული ფასების ფარგლებში შემოვიდნენ გამოცხადებულ კონკურსში და უკვე მიმდინარე წელს ამ ბინებით დავაკმაყოფილებთ ჩვენს მოსახლეობას“, – განაცხადა აზარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები