საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 28 პაციენტი გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 701 პირი ემსხვერპლა.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 47 803 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 793 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 010 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 9 696 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 051 445.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 20.28%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 12.56% ხოლო 7 დღის მანძილზე – 15.66%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 408 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 962 035.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები