დიღმის მასივში დევნილებმა აქცია გამართეს

დიღმის მასივში, მესამე კვარტალში, ყოფილ საბავშვო ბაღში მცხოვრებმა დევნილებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ სანატორიუმ „ქართლში” მცხოვრებ დევნილებს და საცხოვრებელი სახლებით დაკმაყოფილებას მოითხოვენ.

როგორც ისინი აცხადებენ, მძიმე და არაადამიანურ სოციალურ პირობებში უწევთ ცხოვრება, ვერ იხდიან კომუნალურებს და ამასთან, ყოფილი ბაღის შენობა დაზიანებულია და საცხოვრებლად უსაფრთხო არ არის.

„უმძიმესი ვითარება არის, ცხოვრობენ უკიდურესად გაჭირვებული დევნილები. დაახლოებით იგივე სიტუაცია არის, რაც „ქართლში“, ეს კორპუსიც არის ავარიული – ეს აქცია, რომელიც დღეს დიღმის მასივის ამ კორპუსში დაიწყო, როგორც აქ მცხოვრები დევნილები ამბობენ, არ შეწყდება და გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლების ყურადღებას არ მიიპყრობენ“, – განაცხადა ზვიად კუპრავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები