ჯანდაცვის სამინისტრო – სწრაფ ტესტზე მოქალაქისთვის თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, რეგულირების სააგენტო რეაგირებას მოახდენს

 

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო განმარტებას აკეთებს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ გარკვეულ სამედიცინო დაწესებულებებში მოქალაქეებისგან სწრაფი ტესტის გაკეთებაში თანხის გადახდას ითხოვენ.

„ანტიგენის სწრაფი ტესტით მოსახლეობის ტესტირება ექვემდებარება დაფინანსებას სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დადგენილი წესით. პროგრამაში ჩართულმა დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ პირის ტესტირება ანტიგენის სწრაფი ტესტით, მათგან გადასახადის მოთხოვნის გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ სერვისში უკვე გადაიხადეთ თანხა,გთხოვთ, დეტალები მოგვწეროთ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მეილზე – regagency@moh.gov.ge. ასევე გთხოვთ, განცხადებას თან დაურთოთ გადახდის ქვითარი. სააგენტო აღნიშნულ შემთხვევაზე რეაგირებას მოახდენს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“, – აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები