საინტერესო სტატისტიკა ქვეყნების მეტროპოლიტენების შესახებ

პირველი მეტრო მსოფლიოში 150 წლის წინ ლონდონში აშენდა. ინგლისის დედაქალაქში მეტროპოლიტენმა ფუნქციონირება 1863 წლის  10 იანვარს დაიწყო.  6-კილომეტრიანი გვირაბის მეშვეობით, ერთმანეთს  პატინგტონის სადგური და  ფარინგტონ სტრიტი დაუკავშირდა. დღეისათვის ლონდონის მეტროს საერთო სიგრძე 270 კილომეტრს აჭარბებს და ყოველდღიურად 3 მილიონ მგზავრს ემსახურება.

6ce50e23295a70d3f8d04fec2fa4fb17

ყველაზე გრძელ  მეტროდ მსოფლიოში შანხაის მეტროპოლიტენი ითვლება.  შანხაის მეტროს 12 ხაზის სიგრძე 434 კილომეტრს აჭარბებს.

3

ყველაზე მეტი, 468 მოსაცდელი სადგური ნიუ-იორკის მეტროპოლიტენს აქვს. თვითოეული მოსაცდელი სადგურის სიგრძე 150 დან 180 მეტრამდე მერყეობს.

new

ყველაზე გადატვირთულ მეტროპოლიტენად მსოფლიოში ტოკიოს მეტრო ითვლება. იაპონიის დედაქალაში მეტროთი ყოველდღიურად 9 მილიონი ადამიანი სარგებლობს. მეორე და მესამე ადგილებს მოსკოვი და სამხრეთ კორეის დედაქალაქი, სეული ინაწილებენ, შესაბამისად 7 და  6,9 მილიონი მგზავრით.

tokioყველაზე  არაორდინალურ და ლამაზად სტოკჰოლმის მეტროპოლიტენი ითვლება. შვედეთის დედაქალაქის მეტროპოლიტენს არაოფიციალურად ყველაზე გრძელ სამხატვრო გალერეად მოიხსენიებენ. პირველი მეტროსადგური სტოკჰოლმში 1950 წელს აშენდა. 1970 წელს გადაწყდა, რომ თანხის დაზოგვის მიზნით, მეტროპოლიტენის კედლები აღარ მოერპიკეთებინათ. შესაბამისად, მეტროს ინტერიერის გაფორმება ქანდაკებებით და ნახატებით დაიწყეს.

stok

ყველაზე დახურულ და იდუმალ მეტროპოლიტენად ფხენიანის მეტროპოლიტენი ითვლება.  ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქში ტურისტებისათვის მხოლოდ ორი სადგურია ღია. სხვა სადგურები უცხოელებისთვის დახურულია.

en

ყველაზე ღრმა მეტროს სტატუსს პეტერბურგის და ფხენიანის მეტროსადგურები იყოფენ.  მსოფლიოში ყველაზე ღრმა მოსაცდელ სადგურად პეტერბურგის „ადმირალტეიკსკაია“ ითვლება, რომელიც მიწის ზედაპირიდან 102 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს. 101 მეტრის სიღრმეზეა ფხენიანის მეტროსადგური „პუხინი“.

adm

ყველაზე ბინძური მეტროპოლიტენის სტატუსი ნიუ-იორკის მეტროს აქვს. დიდიხანია ვირთხები ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის სავიზიტო ბარათად იქცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები