რატი იონათამიშვილი – “ნაცმოძრაობაზე”: რაც მეტად ცდილობს დაძაბულობისა და რადიკალიზმის შემოტანას, მით მეტად ამბობს მხარდაჭერაზე უარს ის დარჩენილი ამომრჩეველიც კი, ვინც ჯერ კიდევ ჰყავს

“ქართული ოცნების” დეპუტატის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” სხვადასხვა შინაარსის აქციის გამართვით მიხეილ სააკაშვილის “საშინაო დავალებებს” ასრულებს.

მისი თქმით, ეს “უგუნური პოლიტიკაა”, რასთან დაკავშირებითაც ქართული საზოგადოება ადეკვატურ დასკვნას გამოიტანს.

„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის საშინაო დავალებას ასრულებს. ის მოუწოდებს მათ აქციებისკენ.
რამდენად უგუნურია ეს პოლიტიკა, ამას რეალური ფაქტები გვაჩვენებს. რაც მეტად ცდილობენ ისინი დაძაბულობისა და რადიკალიზმის შემოტანას, მით უფრო მეტად ამბობს მხარდაჭერაზე უარს ის დარჩენილი ამომრჩეველიც კი, ვინც ჯერ კიდევ ჰყავთ. როგორც ჩანს, მათ არ სურთ საკუთარი შეცდომებიდან შესაბამისი დასკვნების გამოტანა, სამაგიეროდ დასკვნებს გამოიტანს ჩვენი საზოგადოება, რაც იმას ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ უფრო მეტად გაუფასურდება ჩვენი საზოგადოების თვალში“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, “ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ელექტროენერგიის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით აქციები გაიმართა.

ამ წუთებში კი, საპროტესტო აქცია კულტურის სამინისტროსთან მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები