ხელოვნების, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები კულტურის სამინისტროსთან აქციას მართავენ

კულტურის სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს. ხელოვნების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ხელოვნების მუზეუმიდან თანამშრომლების გათავისუფლებას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეების განმარტებით, ეს ადამიანები კულტურის მინისტრმა სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა.

შეკრებილების თქმით, აქციის ძირითადი მოთხოვნაა, გაირკვეს, რა ბედი ელის კულტურული მემკვიდრეობის შენობასა და იქ დაცულ საგანძურს.

ამასთან, აქციაზე “ლელო”-სა და “დროა”-ს წარმომადგენლებიც იმყოფებიან, რომლებიც, მათი თქმით, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ თანამშრომლებს სოლიდარობას უცხადებენ და, საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივ დახმარებასაც გაუწევენ.

ადგილზე, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციაა მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები