ირაკლი ქადაგიშვილი: პარლამენტს ყველა შემთხვევაში მოუწევს რამდენიმე ადამიანისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საგაზაფხულო სესიაზე დეპუტატებს ყველა შემთხვევაში მოუწევთ რამდენიმე ადამიანისთვს უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვა.

„საგაზაფხულო სესიის გახსნასთან ერთად, პარლამენტს ყველა შემთხვევაში მოუწევს რამდენიმე ადამიანისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის განხილვა. ესენი არიან – ხოშტარია, ნათელაშვილი, ჯაფარიძე და კახა კუჭავა, რომელმაც განცხადება გააკეთა. ეს რეგლამენტითაა განსაზღვრული და ამასთან დაკავშირებით კომიტეტი დასკვნას გააკეთებს, რის შემდეგაც უკვე პლენარული სხდომა მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები