ერთ-ერთ რეგიონულ კლინიკაში კოვიდპაციენტმა ექთანი დაჭრა (ვიდეო +18)

ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ერთ-ერთ რეგიონულ კლინიკაში კოვიდპაციენტმა მორიგე ექთანი დაჭრა.

როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სალომე ლოლუამ განაცხადა, შემთხვევა 21 დეკემბერს, 05:00 საათზე მოხდა. პაციენტმა მორიგე ექთანს დანით ყელისა და სახის არეში ორი ჭრილობა მიაყენა.

“ექთანი აკეთებდა შემოვლას. შეამჩნია, რომ პაციენტი სწუხდა. მივიდა მასთან, მიაწოდა ჟანგბადის ნიღაბი და უნდოდა, განესაზღვრა სისხლში ჟანგბადის კონცენტრაცია. დაიხარა სატურაციის აპარატის ასაღებად, ამ დროს პაციენტმა დაიჭირა ექთანი კისრით და ყელის მიმართულებით რამდენიმე დარტყმა განახორციელა ბასრი იარაღით”, – აცხადებს სალომე ლოლუა.

არსებული ინფორმაციით, ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.

ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, პაციენტი სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაშია გადაყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები