სანდრო რაქვიაშვილმა პრეზიდენტს ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები გააცნო

“მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ბანკი არა მხოლოდ ადამიანებზე იყოს ჩამოკიდებული, არამედ შეიცვალოს კანონმდებლობა ისე, რომ გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკის საბჭო იღებდეს და ეროვნული ბანკი უფრო გამჭვირვალე იყოს”, – ამის შესახებ “გირჩის“ დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც პრეზიდენტს ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები გააცნო.

როგორც მან განმარტა, პრეზიდენტი ჩართულია ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტების პროცესში, სებ-ი კი პასუხისმგებელია იმ მაღალ ინფლაციაზე, რაც ქვეყანაშია.

„მინდოდა, პრეზიდენტისთვის ჩემი მოსაზრება გამეზიარებინა, თუ რაშია პრობლემა არა მხოლოდ ინფლაციის თვალსაზრისით, არამედ ეროვნულ ბანკში რა პრობლემებია და რა შეიძლება, გააკეთოს პარლამენტმა, რა ინიციატივა უნდა ჰქონდეს. ის, თუ ვინ იქნებიან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები ან პრეზიდენტი,  იქნება გადამწყვეტი მონეტარული პოლიტიკის კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ბანკი არა მხოლოდ ადამიანებზე იყოს ჩამოკიდებული, არამედ შეიცვალოს კანონმდებლობა ისე, რომ გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკის საბჭო იღებდეს და ეროვნული ბანკი უფრო გამჭვირვალე იყოს. ახლა პარლამენტს უფლება აქვს, აკონტროლოს ეროვნული ბანკი, მაგრამ ამისთვის ინსტრუმენტები არ აქვს. მაგალითად, ეროვნული ბანკიდან ინფორმაციის გამოთხოვის უფლება არ გვაქვს“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები