“საწოლფონდი, პრაქტიკულად, შევსებულია” – ციციშვილის ბავშვთა კლინიკის დირექტორი

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის თქმით, დაწესებულებაში, პრაქტიკულად, ყველა ადგილი შევსებულია, რეანიმაციაში კი არცერთი ადგილი აღარ არის.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, კლინიკაში მართვით სუნთქვაზე 3 მოზარდი იმყოფება.

მაია ჩხაიძის ინფორმაციით, კლინიკაში, ჯამურად, 175 საწოლია, აქედან 25 რეანიმაციული და ყველა ადგილი, პრაქტიკულად, სრულად არის შევსებული. მისი თქმით, თუ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები კიდევ გაიზრდება, ჰოსპიტალური სექტორი ზეწოლას ვერ გაუძლებს.

“ჰოსპიტალურ სექტორზე უკვე დიდი ზეწოლაა. თუ ასე გაგრძელდება […] ამდენს უბრალოდ ჰოსპიტალური სექტორი, პედიატრიული ნამდვილად ვერ გაუძლებს. ამჟამად, საწოლფონდი, პრაქტიკულად, შევსებულია, რეანიმაციაში არცერთი ადგილი არ არის”, — აცხადებს მაია ჩხაიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები