წყნეთი-ბეთანიის გზაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

 

წყნეთი-ბეთანიის გზაზე, მეწყრული პროცესების საპრევენციო სამუშაოების მიმდინარეობის გამო, 21 იანვარს საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

არსებული ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით, საავტომობილო გზის მარცხენა ფერდობზე, ე.წ. ახალდაბის დიდი მეწყრული სხეულის არეალში მიმდინარეობს ტერიტორიის გაწმენდის სამუშაოები.

შეზღუდვა „ბაქსვუდის“ საერთაშორისო სკოლიდან წყნეთი-კოჯრის გზაჯვარედინამდე დილის 07:00 საათიდან 00:00 საათამდე იმოქმედებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები