პუტინის მეგობარ ოლიგარქებს ლონდონიდან წასასვლელად ორი კვირა მისცეს
ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები პირველ რიგში შეეხება დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ სამ რუს ოლიგარქს – რომან აბრამოვიჩს, აიშერ უსმანოვსა და მიხეილ ფრიდმანს. ევროკავშირმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სამეგობრო გარემოცვას ორი კვირის ვადა მისცა, რომ მოასწრონ და ევროპიდან კაპიტალი გაიტანონ – ევროკავშირი ახალ სიას ქმნის იმ პირებზე, რომლესაც უახლოეს მომავალში ახალი სანქციები შეეხებათ.
ევროკავშირის ყველა ქვეყანამ უნდა წარმოადგინოს თავიანთი ვარიანტი ამ პერსონებისა. სავარაუდოდ, შავ სიაში მოხვდებიან: ალექსანდრე მამუტი, ალექსეი მორდაშოვი, გერმან ხანი, ვიქტორ პიჩუგოვი, ლეონარდ ბლავატკინი, ვლადიმერ ჩერნუხინი და სხვა რუსი ოლიგარქები.