ვოლოდიმირ ზელენსკი: გვინდა შევახსენოთ დიდ სახელმწიფოებს, რომ არ არსებობს მცირე შეჭრა და პატარა ერი

ვინდა შევახსენოთ დიდ სახელმწიფოებს, რომ არ არსებობს მცირე შეჭრა და პატარა ერი, – ასე გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას. შესაბამისი გზავნილი უკრაინის პრეზიდენტის Twitter-ზე გამოქვეყნდა.

„გვინდა შევახსენოთ დიდ სახელმწიფოებს, რომ არ არსებობს მცირე შეჭრა და პატარა ერი.

ისევე როგორც არ არსებობს მცირე მსხვერპლი და ახლობლების დაკარგვით გამოწვეული მცირე მწუხარება. ამას ვამბობ როგორც უკრაინის, დიდი სახელმწიფოს პრეზიდენტი“, – წერს ზელენსკი.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში რუსეთს კატასტროფა ელის. ჯო ბაიდენის თქმით, ვაშინგტონი რუსეთს ვითარების ესკალაციის შემთხვევაში ისეთ სანქციებს დაუწესებს, რაც მოსკოვს დღემდე არ უნახავს. მისივე თქმით, თუ ეს „მცირე შეჭრა“ იქნება დასავლეთის ქვეყნებს მოუწევთ მსჯელობა იმაზე, რა უნდა გააკეთონ, ან არ გააკეთო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები