პაკისტანში ტერაქტს მსხვერპლი მოჰყვა – გარდაცვლილთა შორის ბავშვია

პაკისტანის ხალხმრავალ ბაზარში მომხდარ ტერაქტს, სულ მცირე, 3 ადამიანი ემსხვერპლა, 20-ზე მეტი კი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მოტოციკლზე იყო დამაგრებული.
სამ დაღუპულს შორის ერთ-ერთი ცხრა წლის ბიჭია.

მომხდარზე პასუხისმგებლობა სამხრეთ-დასავლეთ ბელუჯისტანის პროვინციაში დაფუძნებულმა ახლადშექმნილმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ აიღო.

თავდამსხმელების სამიზნე ბანკი იყო.

სეპარატისტები პაკისტანის მთავრობის წინააღმდეგ ადგილობრივი მინერალებით მდიდარი რესურსებიდან მეტი წილის მოთხოვნის გამო აჯანყდნენ. ისინი, ჩვეულებრივ, თავს სამთავრობო დაწესებულებებს ესხმიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები