ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ორკესტრირებული “ფეიკ” კამპანია მიმდინარეობს

“არის რაღაც ორკესტრირებული “ფეიკ” კამპანია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ”, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის შესახებ საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებულ სტატიას.

მისივე თქმით, ერთ-ერთი სტატიის ავტორი არის ჟურნალისტი, რომელსაც დარღვეული აქვს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი.

„არის რაღაც ორკესტრირებული “ფეიკ” კამპანია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და როცა რამდენიმე დღის ინტერვალით ორ საერთაშორისო გამოცემაში ქვეყნდება ერთი და იმავე შინაარსის სტატია, ეს ნიშნავს, რომ ვიღაც ამაში ფულს იხდის. მით უმეტეს, საეჭვოა ეს ყველაფერი, როცა ერთ-ერთი ჟურნალისტი არის მაგალითად ადამიანი, რომელსაც დარღვეული აქვს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი. აქედან გამომდინარე, ვინ შეიძლება იდგეს ასეთი კამპანიის უკან ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, არის ძალიან განჭვრეტადი. აქ კიდევ ერთი საინტერესო დეტალია, რამდენად აღფრთოვანებულია „ნაცმოძრაობა“ იმ სტატიებით, რომელსაც აქვეყნებს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დამრღვევი”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები