შვეიცარიამ საქართველოს კოვიდპასპორტები აღიარა
შვეიცარიამ საქართველოს კოვიდპასპორტები აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში შვეიცარიის საელჩო ავრცელებს.
შესაბამისი ინფორმაცია უკვე გამოქვეყნდა შვეიცარიის ჯანდაცვის ფედერალური დეპარტამენტის ვებ-გვერდზე, რომლის თანახმადაც საქართველო იმ 30-მდე ქვეყნის ჩამონათვალშია, რომელთა კოვიდპასპორტებსაც ქვეყანა აღიარებს.
ამავე ინფორმაციით, უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ, რომ კვლავ სავალდებულოა ქვეყანაში შესვლისას ტესტირების ჩატარება და მხოლოდ კოვიდსერთიფიკატი არ რთავს ქვეყანაში შესვლის ნებას.