ლუგანსკის დაბომბის შედეგად 15 ადამიანი გარდაიცვალა
დღეს დილით საარტილერიო დაბომბვის შედეგად ქალაქ ლუგანსკის საცხოვრებელი რაიონები დაინგრა. დაღუპულია 15 და დაჭრილია დაახლოებით 60-ამდე მშვიდობიანი მოქალაქე. ამის შესახებ ქალაქის სამხედრო კომენდატი სერგეი გრაჩოვი იუწყება. როგორც საინფორმაციო სააგენტო ,,ნოვოროსია“ იუწყება, ლუგანსკის საარტილერიო დაბომბვა გუშინდელი საღამოს შემდეგ გრძელდება. განადგურებულია საცხოვრებელი მასივები: ,,იუჟნი’’, ,,შევჩენკო“, დასახლება ,,იუბელინაია“. დაიბომბა ასევე რაიონი პეჩორსკაია.