ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთში, ქალაქ მადრიდში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაში (FITUR) მონაწილეობს.
ქვეყნის ცნობადობის გაზრდისა და ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით, გამოფენის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პრეზენტაციებსა და შეხვედრებს მართავს. წლევანდელ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად საპრეზენტაციო სტენდზე წარდგენილია 15-მდე ქართული კომპანია, თბილისის მერია, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი და DMO იმერეთი.

FITUR ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა-ბაზრობაა, სადაც ყოველწლიურად მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათი ათასზე მეტი კომპანიაა იღებს მონაწილეობას. საერთაშორისო გამოფენა 23 იანვარს დასრულდება.

„მიუხედავად პანდემიისა, წელს საქართველო ძალია შთამბეჭდავი სტენდით არის წარმომადგენელი გამოფენაზე. ჩვენ 11 კომპანიასთან ერთად ვმონაწილეობთ მადრიდის გამოფენაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ FITUR არის გამოფენა, რომელიც პანდემიის მიუხედავად ყოველწლიურად იმართება. გამოფენაზე წარმოდგენილია მთელი ევროპა და, შესაბამისად, დამატებით მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გვეძლევა პანდემიის პირობებში ძალიან სწორი და ეფექტური პოზიციონირება მოვახდინოთ ჩვენი ტურისტული პროდუქტების“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანლის მოვალეობის შემსრულებელმა, მედეა ჯანიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები