გია ვოლსკი: “ნაცმოძრაობის” ხასიათი, შინაარსი, ფერი, ზნე საკადრო ცვლილებებით ვერ შეიცვლება

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გია ვოლსკი “ნაციონალური მოძრაობის“ სამდივნოში განხორციელებულ ცვლილებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, “ნაცმოძრაობის“ ხასიათი, შინაარსი, ფერი, ზნე ვერანაირი საკადრო ცვლილებებით ვერ შეიცვლება.

“როგორც  უნდა გვიმტკიცონ, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით შეიძლება, ჯამი შეიცვალოს, აქსიომაა, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება – “ნაციონალური მოძრაობის“ ხასიათი, შინაარსი, ფერი, ზნე ვერანაირი საკადრო ცვლილებებით ვერ შეიცვლება. ცალკეულ ლიდერებს, დეპუტატთა ჯგუფს ამის სურვილი რომც ჰქონდეთ, იდეები გაუწბილდებათ, როგორც კი საქმეში მიხეილ სააკაშვილის ულტიმატუმი და ხედვები ჩაერთვება. მიხეილ სააკაშვილი აჯანყების გეგმიდან დესტაბილიზაციის გეგმაზე გადავიდა. რეალურად, პერსპექტივას იმისას, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში იმუშავებს და თუნდაც ცალკეულ საკითხებზე მწვავე დებატებში შემოვა, ვერ ვხედავ. თუ ეს მაინც მოხდა, ბოდიშსაც მოვიხდი!“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, “ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალი სამდივნო წარადგინა. პარტიას, ჯამურად, 12 სხვადასხვა მიმართულების მდივანი ეყოლება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები