სალომე ზურაბიშვილმა რობერტა მეტსოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რობერტა მეტსოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. შესაბამისი განცხადება სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე გამოაქვეყნა.

„ვულოცავ რობერტა მეტსოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტად არჩევას და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპული ინსტიტუტის ხელმძღვანელობაში წარმატებას ვუსურვებ. მოუთმენლად ველი მასთან თანამშრომლობას საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობის გაღრმავების გასაგრძელებლად“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები