უკრაინაში ქალაქ კრემენჩუნგის მერი მოკლეს
დღეს დილით ქალაქ კრემენჩუგის (პოლტავის მხარე) მერი ოლეგ ბაბაევი მოკლეს. ამის შესახებ გამომცემლობა ,,უკრაინსკაია პრავდა“ იუწყება.
,,დაახლოებით საათნახევრის წინ ქალაქ კრემენჩუგის მერი მოკლეს. ცნობილია, რომ ის საკუთარ სახლთან სამი გასროლით მოკლეს “, – განაცხადა გამომცემლობა ,,სობესედნიკმა“. მერის მოკვლის შესახებ ინფორმაცია ფეისბუქის გვერდზე სპაცდანიშნულების ბატალიონ ,,აზოვის“ წარმომადგენელმა იგორ მოსიჩუკმა განათავსა.