ალექსანდრე გოგინავა: ეპიდსიტუაცია საყურადღებოა და ეს დაკავშირებულია „ომიკრონთან“
“სიტუაცია საყურადღებოა და ეს დაკავშირებულია „ომიკრონთან“. რისკები იმისა, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდეს, არსებობს”, – ამის შესახებ ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა აცხადებს და მოსახლეობას რეკომენდაციების მკაცრი დაცვისა და ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
„სიტუაცია საყურადღებოა და ეს დაკავშირებულია „ომიკრონთან“. რისკები იმისა, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდეს, არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაციები მკაცრად დავიცვათ და ვაქცინაცია უფრო აქტიური გახდეს. არის იმის ალბათობა, რომ პიკზე შეიძლება, რამდენიმე ათეული ათასი დღიური შემთხვევა გვქონდეს, რაც საკმაოდ დიდი დარტყმა იქნება ჯანდაცვის სექტორისთვის“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.
შეგახსენებთ, რომ, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 7 521 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 3160 ადამიანი. გასულ 24 საათში ვირუსს კიდევ 31 პაციენტი ემსხვერპლა.