ავღანეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ავღანეთში, პროვინცია ბაგდისის ქალაქ ქალაი-ნაუდან აღმოსავლეთით 40 კილომეტრის დაშორებით 5,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.

აღინიშნება, რომ მიწისქვეშა ბიძგები 10 კილომეტრის სიღრმეშია დაფიქსირებული.

მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები