ირაკლი ლექვინაძე: მიგვაჩნია, რომ დღეს ძვირადღირებული წამლის ჭარბი მოხმარების ერთ-ერთი მიზეზი არაკეთილსინდისიერი მარკეტინგის ფაქტებია გარკვეულ იმპორტიორებსა და რეცეპტის გამომწერებს შორის

“მიგვაჩნია, რომ დღეს ძვირადღირებული წამლის ჭარბი მოხმარების ერთ-ერთი მიზეზი არის არაკეთილსინდისიერი მარკეტინგის ფაქტები გარკვეულ მცირე იმპორტიორებსა და რეცეპტისა და დანიშნულების გამომწერ პირებს შორის”, – ამის შესახებ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა. მისი თქმით, რეალურად, სწორედ ეს აძვირებს ბაზარს.

მისივე თქმით, თურქეთის ბაზრის გახსნის მიზანი მოსახლეობისთვის შედარებით იაფფასიან და ხარისხიან მედიკამენტებზე წვდომას გაზრდის.

„საკმაოდ მნიშვნელოვანია სხვაობები, რაც ფიქსირდება თურქულ და ქართულ ბაზარზე ერთსა და იმავე მედიკამენტს შორის. ამას თავისი ახსნა და არგუმენტაცია აქვს“, – აცხადებს ლექვინაძე.

ამასთან, ლექვინაძე აღნიშნავს, რომ კონკურენციის სააგენტოს მთავარი რეკომენდაციები უკავშირდება რეცეპტისა და დანიშნულების პოლიტიკის ცვლილებას

პრემიერმინისტრის განცხადებით, დღეს თურქეთის ბაზარი გაიხსნა და საქართველოში მაღალი ხარისხის მედიკამენტების შემოტანა დაიწყება. ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ეს მნიშვნელოვნად და ძალიან სწრაფად დაწევს მედიკამენტების ფასებს საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები