ლვოვის მერის სახლს ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი ესროლეს

   გუშინ საღამოს გაურკვეველმა პირებმა ლვოვის მერის ანდრეი სოდოვოის საცხოვრებელ სახლს ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი ესროლეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ,,უკრაინფორმი“ იტყობინება. თვითმხილველთა თქმით, დაახლოებით 00.15 წუთზე მათ დაინახეს, თუ როგორ ისროლეს გაურკვეველმა პირებმა ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები ანდრეი სოდოვოის სახლის მიმართულებით. ერთი ნაღმი სახლის მანსარდაში შევარდა, სადაც ოთახის ინტერიერი დააზიანა. თავდასხმის დროს არ არიან დაღუპულები.

www.news.rambler.ru

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები