იტალიაში მედდა დააკავეს, რომელიც ანტივაქსერებს ყალბ ნემსებს უკეთებდა

იტალიის პოლიციამ პალერმოში მედდა დააკავა, რომელიც ანტივაქსერებს, თითქოს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას უკეთებდა. აღნიშნული კი მათ მგზავრობისთვის, ასევე, კვების ობიექტებში შესასვლელად სერტიფიკატების მისაღებას სჭირდებოდათ.

ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

პოლიციამ 58 წლის მედიის ქმედების გამოსავლენად, რომელიც ვაქცინაციის ცენტრში მუშაობდა, ფარული კამერა გამოიყენა.

ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ავსებს ის ვაქცინით შპრიცს და შემდეგ ხელსახოცში ასხურებს. ამის შემდეგ ის ცარიელი შპრიცით უკეთებს ინექციას პაციენტს.

პოლიციამ ასევე დაადგინა, რომ ექთნის პირადი “ბუსტერ” დოზაც იყო ყალბი და ის გაყალბებისა და გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს.

მედია წერს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა იტალიაში.

ათობით სამედიცინო პერსონალისთვის, მათ შორის, სულ მცირე, სამ ექიმს აქვს ბრალი წაყენებული იმაში, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ისინი ყალბ აცრებს აკეთებდნენ, ამასთან – ზოგიერთი მათგანი მომსახურებისთვის 400 ევრომდე იღებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები