ჯანდაცვის მინისტრი: „ომიკრონი“ საკმაოდ მსუბუქი მიმდინარეობით გამოირჩევა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სამინისტრომ წინა კვირის განმავლობაში ცხელ ხაზს, ასევე, ონლაინ კლინიკებს საჭირო რაოდენობით ოპერატორები და კვალიფიციური ექიმები დაამატა.

„კოვიდის მეექვსე შტამი, „ომიკრონი“ საკმაოდ მსუბუქი მიმდინარეობით გამოირჩევა და ძალიან დადებითობით შეიძლება, აღვნიშნოთ ის, რომ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები მნიშვნელოვნად გვაქვს შემცირებული. ის პრობლემები, რაც შეიძლება, იყოს დაკავშირებული „ომიკრონთან“ და მის მართვასთან, ძირითადად, გადადის უკვე დისტანციურ მომსახურებაზე, როგორიც შეიძლება, იყოს ქოლ ცენტრი, ცხელი ხაზი, ონლაინ კლინიკები, თუ 112-ის მომსახურება. ძალიან მნიშვნელოვანია, იყოს დაკომპლექტებული ადეკვატური რაოდენობის კადრებით. წინა კვირის განმავლობაში ჩვენ ცხელ ხაზს და ონლაინ კლინიკებს დავამატეთ საჭირო რაოდენობით ოპერატორები და კვალიფიციური ექიმები. ვფიქრობ, არცერთი ზარი არ უნდა დარჩეს უპასუხოდ. იქნება კონსულტაცია, ბინაზე მკურნალობა, თუ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა, ადეკვატურად ვმართავთ ყველა ამ ნაკადს. ამ მხრივ, არანაირ პრობლემასა და გართულებას არ ველოდებით. რაც შეეხება ჯარის დახმარებას, ვფიქრობ, ამ პროცესების მართვის კუთხით ჯარის საჭიროება არ არის“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები