ამერიკელი სენატორი: პუტინს არ უნდა მივცეთ საბჭოთა კავშირის აღორძინების უფლება

აშშ-ის რესპუბლიკელი სენატორი, მიტ რომნი აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა და სხვა დასავლურმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუშალონ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს საბჭოთა კავშირის, ამა თუ იმ ფორმით, შექმნაში.

ამის შესახებ Politico წერს.

“ის ცდილობს, აღადგინოს ის, რაც ადრე ჰქონდა. ამის დაშვება შეუძლებელია. პუტინი ცდილობს ნატო-ს გაყოფას – მის დასუსტებას. ჩვენ გვჭირდება ძლიერი ნატო, არა მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ, არამედ – ჩინეთის წინააღმდეგაც”, – თქვა რომნიმ.

პოლიტიკოსის აზრით, დასავლეთმა უნდა დაბლოკოს “ჩრდილოეთ ნაკად-2”-ის გაზსადენი.

13 იანვარს სენატის დემოკრატებმა რესპუბლიკური პარტიის მცდელობა გაზსადენისთვის სანქციების დაწესებაზე  დაბლოკეს.

რომნის თქმით, “ჩვენ უნდა მივახვედროდ პუტინი, რომ “ჩრდილოეთ ნაკადი- 2″ არ იმუშავებს. მას არ ექნება ეს სიმდიდრე, თუ რაიმეს მოიმოქმედებს უკრაინის ხელისუფლების დასამხობად – ის დაიხურება”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები