საფრანგეთში არავაქცინირებულთათვის შეზღუდვები გამკაცრდა

საფრანგეთის პარლამენტმა  არავაქცნირებულთათვის შეზღუდვები გაამკაცრა.

კერძოდ, დამტკიცებული კანონი ითვალისწინებს, რომ 16 წელს ზემოთ ასაკის არავაქცინირებული პირები ვეღარ შეძლებენ რესტორნებში, კულტურულ დაწესებულებებში შესვლასა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტით სარგებლობას.

მედია წერს, რომ საფრანგეთის მთავრობას აცრისთვის მეტი სტიმულის შექმნა სურს.

ახალი წესი ნიშნავს, რომ უარყოფითი ტესტი საკმარისი არ იქნება საჯარო ადგილებით წვდომისთვის.

ამიერიდან, აუცილებელია ან ვაქცინაციის ან გამოჯანმრთელების ცნობის წარდგენა.

თავდაპირველად, განკარგულება ძალაში 15 იანვარს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, ეროვნულ ასამბლეაში  პარლამენტის ორ პალატას შორის მწვავე დებატების გამო, ეს ნაბიჯი გადაიდო.

ჯერჯერობით, უცნობია, კონკრეტულად როდის შევა ცვლილებები ძალაში.

ზოგიერთმა დეპუტატმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო საბჭოს მიმართავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები