ეკონომიკის მინისტრი ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის გამონათქვამის გამო ბოდიშს იხდის

  ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის გიორგი სიგუას მიერ მოქალაქისთვის დასმული უხერხული შეკითხვის გამო ბოდიში მოიხადა. სიგუამ „კაზანტიპთან“ დაკავშირებით გამართული დისკუსიის დროს ერთ-ერთ ქალბატონს ჰკითხა, ჰქონია თუ არა სექსი პლაჟზე.
„მინდა, საზოგადოებას ტურიზმის სააგენტოს ხელმძღვანელის ძალიან არაეთიკური საქციელის გამო, როდესაც მოქალაქეს აბსოლუტურად უმსგავსოდ მიმართა, ბოდიში მოვუხადო. ეს არის ჩემი ძალიან გულწრფელი ბოდიში“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები