ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ახალი გამოცემების წარდგენა გაიმართება

17 იანვარს, 16:00 საათზე, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ცენტრის ახალი გამოცემების წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პროგრამის მიხედვით შემდეგი გამოცემების წარდგენაა დაგეგმილი.
16:15 – თეა ქართველიშვილი (პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი, წიგნის ავტორი) – „დოკუმენტური წყაროები XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის მეფეების შესახებ“ (წიგნი დაიბეჭდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, საგრანტო პროექტის ფარგლებში).
16:35 – ჯაბა სამუშია – რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი;
16:40 – ნინო მელიქიშვილი (რედაქტორი) – „ენრიკო გაბიძაშვილი – 90“ (საიუბილეო კრებული);
16:45 – დალი ჩიტუნაშვილი (რედაქტორი) – „კავკასია აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის“  (ზაზა ალექსიძის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კრებული);
16:50 – დალი ჩიტუნაშვილი – „მცირე სვინაქსარი“ (ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და სამეცნიერო აპარატი დაურთო დალი ჩიტუნაშვილმა);
16:55 – ზაზა აბაშიძე (სერიის „ბიბლიოგრაფიული იშვიათობა“ რედაქტორი) – აკაკი შანიძე, „მოგონებანი, დღიურები, სხვადასხვა“ (სერია „ბიბლიოგრაფიული იშვიათობა“).
17:00 – ყარამან ფაღავა (რედაქტორი) – „ბაღვაში“ (სამეცნიერო კრებული).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები