“ხელისუფლებამ ჩემ წინააღმდეგ “წითელი ხაზები” გადაკვეთა” – პოროშენკო სასამართლოსკენ მიემართება

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო ამ წუთებში კიევში, პეჩერის რაიონულ სასამართლოსკენ მიდის, სადაც მას სახელმწიფო ღალატის საქმეზე აღკვეთის ღონისძიებას გააცნობენ.

მანამდე, ოპოზიციის ლიდერი კიევში ვარშავიდან ჩავიდა.

აეროპორტში მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი. უკრაინის მეხუთე პრეზიდენტს მებაჟეებმა პასპორტი იმ მოტივით წაართვეს, რომ დამატებითი შემოწმება სურდათ. პოროშენკოს თქმით, ამ გზით ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს, ქვეყნის პარლამენტის დეპუტატი, ოპოზიციის ლიდერი ქვეყანაში არ შეუშვას.

თუმცა, დაახლოებით 10-წუთიანი დაყოვნების შემდეგ, მას პასპორტი დაუბრუნეს და პოლიტიკოსი აეროპორტის შენობის გარეთ შეკრებილ მომხრეებს სიტყვით მიმართა.

მისი თქმით, “ხელისუფლება ცდილობს ოპოზიციასთან ბრძოლას ქვეყანაში მისი არშეშვებით”.

ასევე, ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ მის წინააღმდეგ აღძრული “ღალატის საქმე” არის ხელისუფლების მიერ “წითელი ხაზების” გადაკვეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები