პოროშენკომ აეროპორტის შენობა დატოვა და შეკრებილ მომხრეებს მიმართავს

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო ამ წუთებში კიევში, ჟულიანის აეროპორტთან შეკრებილ მომხრეებს სიტყვით მიმართავს.

მანამდე, ვარშავიდან ჩაფრენილ პოლიტიკოსს აეროპორტში პრობლემა შეექმნა.

როგორც მან თქვა, მესაზღვრეებმა მას პასპორტი ჩამოართვეს და ამ გზით ცდილობენ, ქვეყანაში არ შეუშვან. თუმცა, რამდენიმე წუთში მას პასპორტი დაუბრუნეს და პოლიტიკოსმა შეძლო შენობის გარეთ გასვლა.

დღეს, კიევის პეჩერის რაიონული სასამართლო პოროშენკოსთვის აღკვეთის ღონისძიებას გამოაცხადებს.

ყოფილ პრეზიდენტს სახელმწიფო ღალატში სდებენ ბრალს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები