სალივანი: აშშ რუსეთთან დიპლომატიის შემდგომ ნაბიჯებს ამზადებს

აშშ-ის ადმინისტრაცია მიმდინარე კვირას რუსეთთან მოლაპარაკებების შემდგომი დიპლომატიური ნაბიჯების შესახებ გეგმებს გაასაჯაროებს.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა CBSN-ის ეთერში თქვა.

სალივანმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები კოორდინაციას უწევს საკუთარ ქმედებებს ევროპელ მოკავშირეებსა და პარტნიორებთან, მათ შორის, უკრაინასთან.

“ჩვენ მჭიდრო კავშირში ვართ ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან, მათ შორის, უკრაინელებთან. ჩვენ მჭიდროდ, კოორდინებულად ვმუშაობთ შემდგომ ნაბიჯებზე. კვირის დასაწყისში ჩვენ შევძლებთ მეტი ინფორმაციის გაზიარებას შემდგომი დიპლომატიური ნაბიჯების შესახებ”, – თქვა სალივანმა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები მზადაა როგორც სიტუაციის გამწვავებისთვის, ასევე, დიპლომატიური მუშაობის გასაგრძელებლად.

„თუ რუსეთს სურს დიპლომატიის გზით წინსვლა, ჩვენ აბსოლუტურად მზად ვართ ამისთვის ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან თანამშრომლობით. თუ რუსეთს სურს შეჭრისა და ესკალაციის გზით წასვლა, ჩვენც მზად ვართ ამისთვის და მათ ძლიერ გადამწყვეტ პასუხს გავცემთ, რომელიც მათ სტრატეგიულ პოზიციებს დაარტყამს,” – თქვა მან.

სალივანის თქმით, აშშ და მისი მოკავშირეები ერთოდრიულად დიპლომატიასა და შეკავების ინსტრუმენტებს იყენებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები