საქართველოში კორონავირუსით კიდევ 32 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 32 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ამავე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსი 3 656 პირს დაუდასტურდა, 3 066 პაციენტი გამოჯანმრთელდა.