პესკოვი: რუსეთი უკრაინის საზღვრიდან ჯარის გაყვანას არ აპირებს

რუსეთის პრეზიდენტის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის უკრაინის საზღვრიდან ჯარის გაყვანას არ აპირებს.

ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში თქვა.

მისივე თქმით, რუსული ჯარები იმყოფებიან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უკრაინის საზღვართან და იქ დარჩებიან.

„ჩვენ საჭიროდ მიგვაჩნია მათი იქ დატოვება ძალიან დაძაბული სიტუაციის, არამეგობრული ატმოსფეროს გამო, რომელიც შეიქმნა ნატო-ს სხვადასხვა წვრთნით, ნატო-ს გამანადგურებლებითა და ჯაშუშური თვითმფრინავებით, ნატო-ს ინფრასტრუქტურის საზღვრამდე წინსვლით“, – თქვა პესკოვმა.

მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს ვინმესთან შეთანხმებას კალინინგრადის რეგიონში რაიმე იარაღის განთავსებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები