დღეიდან იზოლაციისა და კარანტინის ვადები იცვლება

დღეიდან საქართველოში იზოლაციისა და კარანტინის ვადები იცვლება. ეს ვადები სხვადასხვა იქნება აცრილი, აუცრელი და კოვიდგადატანილი პირებისთვის. ვადები შემდეგნაირადაა განსაზღვრული:

ასიმპტომური-მსუბუქი შემთხვევებისთვის ვადა იქნება 8 დღე;

საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის – მინიმუმ 10 დღე.

წესების ცვლილება ინფიცირებულთან კონტაქტის მქონე პირებსაც შეეხება:

თუ კონტაქტის მქონე აცრილია – როგორც ორჯერადად, ასევე  “ბუსტერ” დოზით, დოზების მიღებიდან 14-90 დღის ვადაში კარანტინის ვადა ეხსნება. ასევე, პირებს კოვიდინფექციის გადატანიდან 60 დღის განმავლობაში, ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაციის პირობებში, კონტაქტიდან 10 დღის შემდეგ შეუძლიათ, კარანტინში აღარ იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები