დავით ქართველიშვილი: მოვითხოვ ხელუსუფლებისაგან! უმოკლეს ვადებში დაადგინონ მთავრობასთან უკვე შემდგარი მოლაპარაკების შემდგომ აგორებული ბუნტის სულისჩამდგმელთა გასაჯაროება და მათ უმკაცრესად დასჯა

ექსპერტი, დავით ქართველიშვილი სანატორიუმ ,,ქართლში” მომხდარ უბედურ შემთხვევას სოციალირ ქსელში ეხმიანება.

როგორც ქართველიშვილი წერს, 12 იანვარს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა და მათ შორის მოხდა შეთანხმება.

ექსპერტი ხელისუფლებისგან უმოკლეს ვადებში ამ უბედური შემთხვევის გამოძიებას ითხოვს.

,,დღეს გახდა ცნობილი, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტური ჩასახლების სანატორიუმ “ქართლში”, ერთ-ერთ
ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფ
მობინადრეს მოუვიდა ფიზიკური დაპირისპირება დევნილებთან, იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა და მცირე შეხლა-შემოხლა, რამაც გამოიწვია ამ დაპირისპირების ინიციატორის თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულება.

ჯერ კიდევ 12 იანვარს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, ნაძალადევის რაიონში მდებარე ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს მიიღებენ, მანამდე კი სამინისტროს წარმომადგენლებმა დევნილ ოჯახებს დროებით ქირით გადასვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს. ხელისუფლების მხრიდან ეს იყო ზუსტად ის განხორციელებული აქტი, რომლის ნაკლებობას საკუთარ თავს ნაცსექტის წარმომადგენლები უწუნებენ და რომელსაც, ალბათ “ძველქართულად” – აუთრიჩს უწოდებენ.

სწორედ ამ ნაყოფიერი და პრაქტიკული შედეგის მქონე “აითრიჩის” ფონზე, რასაც ხელისუფლების საკუთარ მოსახლეობასთან წარმატებული “წვდომა” და გვერდში დგომა ჰქვია – დღეს, სრულად მოულოდნელად, “რომელიღაცა” ბოროტი ძალის მხრიდან სწორედ დევნილთა ამ კონტინგენტში სავარაუდოდ ხელი შეუწყო ადამიანური ტრაგედიის დატრიალებას და ამაზე – დევნილთა ბუნტის აგორებას.

მოვითხოვ ხელუსუფლებისაგან! უმოკლეს ვადებში დაადგინონ ამ ტრაგიკული პროვოკაციის და მთავრობასთან უკვე შემდგარი მოლაპარაკების შემდგომ აგორებული ბუნტის სულისჩამდგმელთა გამოვლინებას, გასაჯაროებას და მათ უმკაცრეს დასჯას!!! არავის არა აქვს მივიწყებული ნაცსექტის მიერ დევნილთა დაკავებული ფართებიდან ქუჩაში გაყრის კადრები. დღეს ყველა წითელი ხაზი აქვთ გადაკვეთილი და ყველაფერზე მიდიან, რომ ამ ხელისუფლებას საკუთარი მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფაში ხელი შეუშალონ!” – წერს ქართველიშვილი facebook- ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები