რატი იონათამიშვილი: „ნაცმოძრაობა“ ყველაზე არასტაბილური პარტიაა
„ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე არასტაბილური პარტიაა, სადაც არ იციან, რა უნდათ. შესაბამისად, კვირაში ერთხელ იცვლიან პოზიციებს“, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ „არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე“ საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეას.
მისივე თქმით, აღნიშნული პარტიის დღის წესრიგი მმართველი გუნდისთვის საინტერესო არ არის.
„მიუხედავად იმისა, რომ ისინი ბოლომდე მაინც არ არიან კმაყოფილი მისი ქმედებებით და შინაგანად სურთ, რომ გაემიჯნონ, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ. შესაბამისად, მათი დღის წესრიგი ჩვენთვის არ არის საინტერესო. ჩვენ გვაქვს აქტიური დღის წესრიგი, რადგან ჩვენს ქვეყანაში არის ის არსებითი გამოწვევები, რომელიც დაუყონებლივ საჭიროებს გადაჭრას“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.