ევროკავშირმა განახლებული ,,შავი სია“ გამოაქვეყნა
ევროკავშირმა ახალი ,,შავი სია“ გამოაქვეყნა, სადაც რუსეთისა და უკრაინის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები შევიდნენ. განახლებულ სიას რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამმართველოს დირექტორი ალექსანდრე ბორტნიკოვი, დაზვერვის სამართველოს უფროსი მიხეილ ფრედკოვი და ჩეჩნეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე რამზან კადიროვი დაემატა. ახალი სია პირველად გამოქვეყნდა ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში, რომელსაც კიდევ 15 პერსონა და 18 კომპანია დაემატა.
განახლებულ სიაში შევიდნენ: უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი, მისი მოადგილე რაშიდ ნურგალიევი, საბჭოს წევრი ბორის გრიზლოვი, ფსბ-ს მე-5 განყოფილების ხელმძღვანელი სერგეი ბესედა, სახელმწიფო დუმის დეპუტატი მიხეილ დიგტირიოვი, კრასნოდარის გუბერნატორი ალექსანდრე ტკაჩოვი, ,,ნოვორასიას“ პრეზიდენტი ვალერი კაუროვი, სამხედრო მეთაურები: სერგეი ზდრილიუკი და ალექსანდრე ანტიუფეევი.