საქართველოში კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 449 პირი ემსხვერპლა.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 51 838 კვლევა ტესტით, მათ შორის 25 161 კვლევა ანტიგენის ტესტით და 26 677 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 504 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  995 687-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.62 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.43% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.60%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 304 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 928 441.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები