იაცენიუკმა თანამდებობიდან წასვლის მიზეზი დაასახელა

  არსენ იაცენიუკმა მედიასთან შეხვედრის დროს დაასახელა მიზეზი, თუ რატომ დატოვა უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. მისი თქმით, ეს არის მისი, როგორც პოლიტიკოსის პროტესტი უმაღლესი რადის გადაწყვეტილებაზე. ეს მან ,,პირველ ნაციონალურ“ ტელეარხზე გადაცემა ,,შუსტერ-ლაივში“ განაცხადა.
,,განცხადება ჩემი გადადგომის შესახებ მოტივირებულია მხოლოდ ერთი ფაქტორით. მე მინდოდა, ქვეყანას დაენახა ის, რომ რადას არ სურს დაეხმაროს უკრაინის ეროვნულ არმიას და ის არ აპირებს ბრძოლას ქვეყნის აღმოსავლეთი რეგიონებისთვის“, – განაცხადა იაცენიუკმა.

www.news.rambler.ru

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები