ღაზას სექტორში 12 – საათიანი ჰუმანიტარული თავდაუსხმელობის ხელშეკრულება დაიდო
დღეს დილის 8 საათზე ღაზას სექტორში 12- საათიანი ჰუმანიტარული სამშვიდობო პერიოდი გამოცხადდა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვითი არმიის პრესსსამსახურმა განაცხადა. ისრაელის არმიამ მკაცრად გააფრთხილა პალესტინელი ტერორისტები და ,,ჰამასის“ სამხედრო ლიდერები: იმ შემთხვევაში, თუ ისინი დაარღვევენ საზავო მოლაპარაკებას, ისრაელი საკმაოდ მკაცრ ზომებს მიიღებს“, – განაცხადეს თავდაცვითი არმიის წარმომადგენლებმა.