თბილისის „საახალწლო სოფელი“ დღეს კონცერტით დაიხურება

14 იანვარს, 20:00 საათზე, დედაენის ბაღში თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული „საახალწლო სოფელი“ გრანდიუზული კონცერტით დაიხურება.

კონცერტში მონაწილე შემსრულებლები – მაია ბარათაშვილი, სოფო ხალვაში, ოთო ნემსაძე, ნუკრი კაპანაძე, „ქუჩის ბიჭები“, ეკა დოლიძე, დათო ფორჩხიძე მსმენელის წინაშე პაატა ანდრიაძის ბენდთან ერთად წარსდგებიან და მრავალჟანრობრივ პროგრამას შეასრულებენ, რომელიც ამ საღამოსთვის პროექტის ავტორმა, რუსუდან მორჩილაძემ შეადგინა.

ძველით ახალი წლის მუსიკალურ საღამოზე ასევე, ჯგუფი The Quintessence, ანსამბლი „შავნაბადა“ და გიორგი სუხიტაშვილი ოსურ და აფხაზურ სიმღერებს შეასრულებენ.

ღონისძიების წამყვანები: ბახვა ბრეგვაძე, თიკა ფაცაცია და ლევან ხურციძე მუსიკალურ ნომრებს წარადგენენ და „საახალწლო სოფლის“ სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ.

ღონისძიებაზე დასწრებისკენ მოქალაქეებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ მოუწოდა.

„გიწვევთ დედაენის ბაღში დასკვნით კონცერტზე, რომელიც რუსუდან მორჩილაძემ მოამზადა ძველით ახალი წლისთვის. ჟანრობრივად მრავალფეროვან მუსიკალურ საღამოზე, სხვადასხვა თაობის ქართველი შემსრულებლები და ჯგუფები, მუსიკალური ბენდის თანხლებით, საახალწლო და ყველასთვის საყვარელ სიმღერებს შეასრულებენ. კვლავ გელით „საახალწლო სოფელში“, ამავე დროს, მოგმართავთ თხოვნით, გავითვალისწინოთ ქვეყანაში არსებული კოვიდვითარება, ვიზრუნოთ ერთმანეთის ჯანმრთელობაზე და ვატაროთ პირბადე. ასევე, ვაქცინა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დამცავი შესაძლებლობა“, – განაცხადა კალაძემ

რაც შეეხება მომღერლებსა და რეპერტუარს, სია ასე გამოიყურება:

  1. მრავალჟამიერი – „შავნაბადა“
  2. აფხაზური – The Quintessence, „შავნაბადა“
  3. ოსური – The Quintessence, გიორგი სუხიტაშვილი
  4. Operator – The Quintessence
  5. აიარა – გიორგი სუხიტაშვილი
  6. თოლიები – სოფო ხალვაში
  7. Chain reaction – სოფო ხალვაში
  8. ფიფქებო – ოთო ნემსაძე
  9. იები – ოთო ნემსაძე, The Quintessence
  10. Can’t buy me now – მაია ბარათაშვილი
  11. Route 66 – მაია ბარათაშვილი
  12. დიპლიპიტო – ნუკრი კაპანაძე, The Quintessence
  13. დაბრუნება – „ქუჩის ბიჭები“
  14. შენთან ვიქნები – „ქუჩის ბიჭები“
  15. I wish – ეკა დოლიძე
  16. Only thing is missing – ეკა დოლიძე
  17. დიდხანს გელოდი – დათო ფორჩხიძე
  18. თოვლი მოსულა – დათო ფორჩხიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები