ალექსანდრე მოწერელია საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის წევრი, აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი, ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, ალექსანდრე მოწერელია საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩ თომას მიულმანს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობას და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს დაეთმო. განსაკუთრებით კი, აქცენტი ავსტრიის ტიროლის ფედერალურ მიწასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით განსაზღვრული ურთიერთობის გაღრმავებასა და სამომავლო თანამშრომლობაზე გაკეთდა.

„ტიროლის რეგიონმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონმა მეგობრობის და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება ამ ცოტა ხნის წინ გააფორმეს. სწორედ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ჩვენ ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, რაც შეიძლება, გამოყენებულ იქნეს ჩვენს რეგიონებს შორის თანამშრომლობის კუთხით. ჩემი მხრიდან გამოვთქვი სურვილი, რომ ჩემი შემდგომი ვიზიტისას ავსტრიაში შევხვდე როგორც კოლეგებს, ასევე, ტიროლის რეგიონის ხელმძღვანელობას, რა დროსაც ჩვენი რეგიონების სამომავლო თანამშრომლობის თაობაზე ვიმსჯელებთ”, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები