თამთა მეგრელიშვილი – ბექა ბასილაიას: სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა და მის მიერ ჩადენილი ქმედება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, დასჯადია

“იურისტი კაცი ხარ, საკმაოდ ამბიციურიც და არ მესმის, რატომ სწირავ შენ საქმიანობასა და სახელს პოლიტიკურად მკვდარ კანონდამრღვევ სააკაშვილს?!”, – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში საჯარო სამართლის დოქტორი, თამთა მეგრელიშვილი პატიმარ სააკაშვილის ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებას იმის შესახებ, რომ „მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ იმის გამო, რომ საკუთარ სამშობლოში დაბრუნდა “.
მისი თქმით, სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა და მის მიერ ჩადენილი ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია.

„კოლეგავ, საზღვრის უკანონო კვეთა დანაშაული არ არის?!
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ ექსპრეზიდენტის საქმის განხილვის დაწყებამდე განაცხადა –
„მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ იმის გამო, რომ დაბრუნდა საკუთარ სამშობლოში“.
კოლეგავ, სამართალს “სენტიმენტები” არ აინტერესებს, ის დაცლილია ემოციისაგან.
სამართალმა იცის – დაშვებულია ან დაუშვებელია შესაბამისად, კანონიერია ან უკანონოა.
ემოციების მიღმა სინამდვილე ასეთია:
უკრაინისა და საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით მიხეილ სააკაშვილმა გადმოკვეთა ორი სახელმწიფოს საზღვარი.
უკრაინაში საზღვრის უკანონო გადმოკვეთის ფაქტზე მის მიმართ აღიძრა საქმე, მოხსნეს სასაზღვრო სამსახურის სამხრეთ რეგიონული სამმართველოს რამდენიმე თანამდებობის პირი და ასევე ოდესის სახელმწიფო საზღვრის დაცვის ხელმძღვანელი.
მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი, ეს უსამშობლო კაცი
საქართველოში “კარგად დაგეგმილი” სქემით არაჟნით სავსე სატვირთოთი დაბრუნდა(გზაში შექმნა ვიდეოჩანაწერიც როგორც ერთგვარი გატაცების ინსცენირება რომლის გამოყენება არ დასცალდა)
სააკაშვილის მიერ მოხდა საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთა და მის მიერ ჩადენილი ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია.
სამართლებრივ ენაზე
მიხეილ სააკაშვილმა მოახდინა ორი სახელმწიფოს საზღვრის უკანონო კვეთა.
უკრაინაში ამ საკითხზე მის მიმართ აღძრულია საქმე.
საქართველოშიც მის წინააღმდეგ ეს საქმე მიმდინარე პროცესშია.
იურისტი კაცი ხარ, საკმაოდ ამბიციურიც და არ მესმის, რატომ სწირავ შენ საქმიანობასა და სახელს პოლიტიკურად მკვდარ კანონდამრღვევ სააკაშვილს?!“, – წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები