კუხო-ს ჯარების გაყვანა ყაზახეთს რუსეთში ხორცისა და რძის პროდუქტების ექსპორტის აკრძალვად დაუჯდა – როგორ სჯის თოყაევს პუტინი

ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომარტ თოყაევის 11 იანვარს გაკეთებულმა განცხადებამ, რომ კუხო-ს სამხედრო ძალები ქვეყნის დატოვებას უკვე 13 იანვრიდან დაიწყებენ, როგორც ჩანს, კრემლის უკმაყოფილება გამოიწვია.

რუსეთმა სტანდარტულ პროცედურას მიმართა და, გაბრაზების ნიშნად, 12 იანვარს ყაზახეთიდან ნედლი ხორცისა და ხორცპროდუქტების იმპორტი დროებით შეაჩერა.

“როსპოტრებნადზორმა” მიზეზად ცხოველებში გავრცელებული დაავადება დაასახელა.

გარდა ამისა, აკრძალულია ყაზახეთიდან რუსეთის ტერიტორიაზე რძისა და რძის პროდუქტების იმპორტი, რომლებსაც არ გაუვლიათ თერმული დამუშავება, ცხოველური და მცენარეული წარმოშობის საკვები და საკვები დანამატები, მატყლი, ტყავი, აგრეთვე, გამოყენებული აღჭურვილობა.

ყახაზეთში, თხევადი გაზის გაძვირების გამო, მასობრივი პროტესტი 2 იანვარს დაიწყო და რამდენიმე დღეში მასობრივ არეულობაში გადაიზარდა, რასაც ასობით ადამიანი შეეწირა, 10 ათასზე მეტი პირი დაკავებულია.

ამ ფონზე, თოყაევმა დახმარების თხოვნით კუხო-ს მიმართა.

დღეს ხდება ცნობილი, რომ ყაზახეთიდან გაერთიანებული სამხედრო კონტინგენტის გაყვანა დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები