ონში, შარდომეთში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შარდომეთში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის სარეგულაციო რკინა-ბეტონის კედლის აღდგენითი სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მერმა – სერგი ხიდეშელმა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა – თეიმურაზ გძელიშვილმა შარდომეთში მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს.
სარეაბილიტაციო პროცესს შპს “ცოტნე“ ახორციელებს.
აღნიშნული სამუშაოები 2022 წლის იანვრის ბოლოს დასრულდება.