“ომიკრონის” გავრცელების ანალიზი – ამირან გამყრელიძე სტატისტიკას ასაჯაროებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში “ომიკრონის” 951 დადასტურებული შემთხვევიდან სპეციალისტებმა 621 ადამიანის შემთხვევა დეტალურად შეისწავლეს.
„მათი საშუალო ასაკი 32,9 წელია. ანუ, ძირითადად, ახალგაზრდები არიან. აქედან 71 გახლდათ 18 წელზე ნაკლები. 5 წლამდე ასაკის გახლდათ 13, მათ შორის 6 თვემდე 3 ბავშვი. შემთხვევათა 83% საქართველოს მოქალაქეებში დაფიქსირდა“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, ამ 621 შემთხვევიდან 11 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
“7 მათგანი უკვე გაწერილია, 4 კი კლინიკებში რჩება. არცერთ მათგანს ინტენსიური თერაპია და რეანიმაცია არ დასჭირდა”, – ამბობს გამყრელიძე.
NCDC-ის დირექტორი ვარაუდობს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდაა მოსალოდნელი.